საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შოთა შალელაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა ინიციატივით, რომ პარასკევობით მუშაობა ადრე დაასრულონ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა „არ არის სწორი“. მისივე თქმით, მაჩალიკაშვილის შემთხვევაში, საქმე ტერორიზმს ეხება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი, ბესიკ შუბითიძე სავარაუდოდ ბრაკონიერმა დაჭრა. შემთხვევა გურჯაანში, იმ დროს მოხდა, როდესაც შუბითიძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მდინარე ალაზანზე გეგმურ შემოვლას ახორციელებდა.
ზუგდიდში რესტორანი „სამეფო“ გაქურდეს. შემთხვევა 21 მარტს, საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, რესტორნიდან წაღებულია დაახლოებით 30 ათასი ლარი.
ლენტეხში „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივების პროტესტის გამო ჩაიშალა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე ასზე მეტმა ადამიანმა მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს,…
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელ-სირიის სადავო ტერიტორიაზე, გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა და გადაწყვეტილებას ისრაელის სახელმწიფოსა და რეგიონალური სტაბილურობისთვის სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი უწოდა.
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ის ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი იქნება.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ნავიგაციის სისტემაზე მუშაობის შესახებ ისაუბრა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დავალებით მომზადდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე დამატებით 23 000-ზე მეტი ვეტერანი მაისიდან 22-ლარიან დახმარებას მიიღებს.
ესტონეთის დედაქალაქ ტალინის მუზეუმი „მიკკელი“ 23 მარტიდან 20 აგვისტომდე ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11