weather cur horoscope tv
მაისი 16, 2025

ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღების საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ომის ვეტერანია და შსს-ში 2004 წლიდან არის დასაქმებული.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არასერიოზულია. მდინარაძის თქმით, იყო მცდელობა, რომ ეს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო, რაც წარმატებით გამოვიდა.

სამართალდამცველებმა ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი – 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. დააკავა. ისინი დანაშაულს აღიარებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის, „112“-ის მობილურ აპლიკაციაში ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციისა და სასარგებლო რჩევების მოძიებაც იქნება შესაძლებელი. აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ფილიალები შშმ პირების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ვებკამერებით აღიჭურვა. ვებკამერების საშუალებით განხორციელდება შშმ პირების მონაწილეობით გარიგებებზე ხელმოწერის დამოწმების მიმდინარეობის სრული ვიდეოჩაწერა.

აღმოსავლეთ კავკასიონზე, ხდის ხეობაში მდებარე უსახელო მწვერვალს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3700 მეტრია, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები და აღარ იქნება საჭირო, რომ „შვილები საზღვარგარეთ გავაგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად“.

„საქართველო გაიცნო მსოფლიომ, როგორც უნიკალური კულტურის ქვეყანა. მე გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოსკოვში მოლაპარაკებები გამართეს. რუსული სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, პუტინმა რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის ურთიერთობების ხასიათზე ისაუბრა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელმა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართული ევროპის ჩემპიონატი 7 მედლითა (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]