weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჩვეულებრივ ფურცელზე დაბეჭდილი ტექსტი წარადგინა, რომლის შედგენაც, პროკურორის თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

გავლენიან ბიზნეს-ჟურნალ „ფორბსის“ თანახმად, პლანეტის ყველაზე მდიდარი მამაკაცი კვლავაც ჯეფ ბეზოსია. კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ქონება ერთი წლის განმავლობაში $19 მილიარდით გაიზარდა და ახლა $131 მილიარდს შეადგენს.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი“, – ეს განცხადება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ქალაქ ბათუმის მერია მზად არის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს 555 442 კვ.მ ტერიტორია დაუბრუნოს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, საუბარია ფანასკეტელ-ციციშვილისა და გრიგოლ რობაქიძის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა მდებარეობს.

გორში, ადგილობრივმა კომუნისტებმა და სტალინელებმა საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის გარდაცვალების 66-ე წლისთავი აღნიშნეს. Qartli.ge-ის ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი თავდაპირველად, საბჭოთა ბელადის სახლ-მუზეუმის წინ შეიკრიბა, შემდეგ კი ღვთისშობლის შობის საკათედრო ტაძარში…

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის სახით პოლიტიკაში დაბრუნდა საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს.

2018 წელს, საწარმოო შემთხვევების შედეგად, 59 ადამიანი დაიღუპა, 199 კი დაშავდა. წინა წელთან შედარებით დაშავებულთა რაოდენობა თითქმის ორჯერ არის გაზრდილი.

„მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს გადაწყვეტილება ნიშანია იმისა, რომ პარტიაში კიდევ უფრო ძველები ბრუნდებიან“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა „ქართულ ოცნებაში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ღარიბაშვილი მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება.

დეპუტატ დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა „თიბისი ბანკის“ საქმეზე პარლამენტში დოებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ძალაში რჩება. როგორც ბაქრაძემ თქვა, კომისიის შექმნის მიზნით, დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]