საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველომ და ფიჯიმ უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
6 მარტს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომელსაც ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გმოქვეყნებული წერილი, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა გამოძიებას წარუდგინა, ადასტურებს, რომ „ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს მიტაცების ფართომასშტაბიან კამპანიას ახორციელებს“. უდუმაშვილის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია აბსოლუტურ ნდობას…
UEFA-ს 2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. ორ საპასუხო მერვედფინალურ მატჩში მოვლენები უაღრესად საინტერესოდ, დრამატულად და სენსაციურადაც განვითარდა.
დაგროვებითი პენსიის სავალდებულოობის არაკონსტიტუციურობის შესახებ სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს განმწესრიგებელი სხდომა გაიმართება. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა სარჩელს არსებითად განსახილველად და შეაჩერებს თუ არა სადავო ნორმების მოქმედებას.
პოლიციამ დაბა ბაკურიანში 19 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ძმის მკვლელობა ედება ბრალად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, 35 წლის რუსლან ტოხოსაშვილის გარდაცვალება დადასტურდა. რუსლან ტოხოსაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობდა. პანკისიდან სირიაში ის 2014 წელს წავიდა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.
„შენების მოძრაობის“ წევრი და ფრაქცია „ევროპული შენების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბადრი ნანეტაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტოვებს. მას საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, პაპუნა კობერიძე ჩაანაცვლებს.
მაიკლ ჯექსონის ცნობილი სკანდალის შესახებ არსებულმა ახალმა დოკუმენტურმა ფილმმა (Leaving Neverland) უკვე გამოიწვია უდიდესი რეზონანსი. HBO-ს ფილმი პოპ-მუსიკის მეფეს აღწერს, როგორც ბავშვებზე მოძალადეს.
მამუკა ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილ წერილს ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთელი ეხმაურება. წერილი, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მტკიცებით, შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო, გენერალურმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა. წერილში ნათქვამია, რომ…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11