weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქულ მხარეს ახალი შენობა გაიხსნა. საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დაახლოებით სამი წელი მიმდინარეობდა. ახალ შენობაში ფუნქციონირებს ესკალატორები და შენობა მთლიანად არის ადაპტირებული. დაემატა ავტომანქანების გამშვები რამდენიმე ხაზი.

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან, ინკასატორებს დაყაჩაღების მიზნით თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა ინკასატორი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეიარაღებული თავდასხმა დღეს, დილით მოხდა.

2018 წელს საქართველოს ეროვნულ პარკებს რეკორდული რაოდენობის - 1 130 462 ვიზიტორი ეწვია, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ კანონპროექტებთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატები მესიჯებს პარტიის საერთო ჩატში იღებდნენ. კვაჭანტირაძის თქმით, დღემდე არ იცის, ვინ იყო ამ მესიჯების ავტორი.

პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი პოლიტიკური კარიერის დასრულებას 2020 წელს აპირებს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7vs1“ განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2019 წლის 1-ლი მარტის ბრძანებით, შპს „სოლო ენერჯის“ უარი უთხრა გუდამაყრის ხეობაში „არაგვი ჰესი“ და „არაგვი ჰესი 1“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის…

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო მზად არის, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნისთვის ნაბიჯი გადადგას. ამის შესახებ მიტროპოლიტმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გლდანის…

თიანეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, 35 წლის ლერი მათურელი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ხევსურთსოფელში მოხდა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფიზიკური პირების საბანკო კრედიტების დასაფარად თანხა გამოიყოფა. ფიზიკური პირების პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით დამატებითი ზომების შემუშავებაზე განკარგულება პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 28 თებერვალს გამოსცა.

15 მარტს, გურჯაანის „ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში“, ჟორდანიას კლინიკის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნანა ჯანელიძე-ყურაშვილი და საერთაშორისო დონის სპეციალისტი, ემბრიოლოგი ედგარ გონზალესი უშვილო წყვილებში ერთობლივ კონსულტაციებს ჩაატარებენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]