weather cur horoscope tv
მაისი 17, 2025

ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია ჩინეთის ქალაქ შანხაიში Kunlun Fight-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო პირველობაზე 70 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული გახდა. ფინალში მან ჰოლანდიელ მარუან ტოტუჰს სძლია.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონის, ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა მისთვის უშედეგოდ დასრულდა, რადგან ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გეგა გეგეშიძის გადადგომის საკითხი არ განუხილავთ. დათუნაშვილის თქმით, ამის გამო…

ზვიად კუპრავა დააკავეს

კვირა, 24 თებერვალი 2019 12:07

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში პოლიციამ დააკავა „სამართალდამცველთა ლიგის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ხმლით ფარიკაობაში გამართულ შეჯიბრებაში ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედლი მოიპოვა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა ქართული ფარიკაობის ისტორიაში, როდესაც ქართველმა მოფარიკავემ გრან პრიზე მედალი აიღო.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ ეკა ბესელიას წასვლით, ოპოზიციურ ძალებსაც მეტი სანერვიულო გაუჩნდათ. თალაკვაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ახალი ოპონირების არ ეშინია.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ, გეგა გეგეშიძე, რომელიც მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაშია ბრალდებული, ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე რჩება.

ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში სოფელ წაბლანში მცხოვრები 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს.

კოლუმბიის ქალაქ მედელინის მთავრობამ დაანგრია რვასართულიანი სახლი, სადაც ნარკობარონი პაბლო ესკობარი 1980-იან წლებში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, შენობის ადგილზე ნარკოტიკებით ვაჭრობის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად პარკს და მემორიალურ მუზეუმს…

UEFA-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2020-21 წლების სეზონის ევროპის საკლუბო ტურნირების ფინალების მასპინძლობა 9 ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციას, მათ შორის საქართველოს სურს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]