weather cur horoscope tv
მაისი 17, 2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორისაა.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ნატო ჩხეიძის თქმით, ქალისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრობა მეტისმეტად მძიმე ტვირთია. ეს სექსისტური განცხადება დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამინისტროს საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა. მისივე თქმით, წელს ამ მიმართულებისთვის 138 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალში გარდაცვლილი 53 წლის გოჩა ტუფურია ნათესავებმა სამეგრელოდან დაიტირეს. სამგლოვიარო პროცესია ოტობაია-ორსანტიას ხიდთან გაიმართა. ჭირისუფალმა მიცვალებული ხიდთან, ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, საგანგებოდ მიასვენა, რათა ხიდის მეორე მხარეს, ენგურს გამოღმა…

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორი ქ.ჩ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.

საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი იმედოვნებს, რომ მისი ინიციატივით დაფუძნებულ „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ცენტრში“ ფულს ბიძინა ივანიშვილიც ჩარიცხავს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2019 წელს, ქუთაისსა და ზუგდიდში ოლიმპიური ზომის, ხოლო ფოთში, ახალციხესა და მარნეულში 25-მეტრიანი საცურაო აუზების მშენებლობაა დაგეგმილი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის გამოსასვლელთან არსებული ე.წ. გადასასვლელი პუნქტი სამი დღით გახსნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარს 176 ადამიანი გადაკვეთს და 22 თებერვალს კვლავ დაიკეტება.

2019 წლის 19 თებერვალს თელავის საპატიო მოქალაქის, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის დამაარსებლის, მხატვარ სერგო ასლანიშვილის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. სამხატვრო სკოლის ფასადზე მხატვრის მემორიალური დაფა გაიხსნა, ხოლო…

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახმეტის N4, ხორხელის, დუმასტურისა და ყვარელწყლის საბავშვო ბაღები დააჯარიმა. სააგენტოს წარმომადგენლის, ნანა ახალმოსულიშვილის განმარტებით, გაცემული მითითებების შეუსრულებლობის გამო, თითოეული ბაღი 1200 ლარით დაჯარიმდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]