weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოგომ და ბიჭმა თვითმკვლელობა სცადეს. გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაციაშია მოთავსებული.

პერუელმა არქეოლოგებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ინკების აკლდამა აღმოაჩინეს, რომელშიც არქეოლოგების აზრით, კოლუმბამდელი ხანის იმპერიის მაღალი საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლები არიან დამარხულნი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უმუშევრობის დონის 2018 წლის წლიური მაჩვენებელი 12.7 %-ის ფარგლებშია, რაც 1.2%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

გერმანიის მხარე ბავარიაში გამნაღმველებმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ბომბი ააფეთქეს, რომელიც 250 კილოგრამს იწონიდა. ბომბი ორი ქალაქის, ნიურნბერგისა და ფიურტის საზღვარზე აღმოაჩინეს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სესხის სახით 250 მილიონ ევროს გამოუყოფს. მთავრობის ინფორმაციით, ამ თანხით რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალების მშენებლობა დაფინანსდება.

სანამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ულე-გუნარ სულშერის ხელძღვანელობით ინგლისში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს, ნორვეგიელმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელებზე ისაუბრა.

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ბანკის 7000-მდე თანამშრომელს ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა, სადაც ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან უპრეცენდენტო შეტევა ხორციელდება, ბანკის ხელში ჩაგდების მიზნით.…

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების თაობაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ამერიკელი მეზღვაური სახელად ჯორჯ მენდონსა, რომელიც ნიუ-იორკში, ტაიმს სქვერზე იაპონიასთან გამარჯვების ზეიმის დროს გადაღებულ ცნობილ ფოტოზეა ასახული, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, გადასახადის გადამხდელებს საშუალება ეძლევათ დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]