weather cur horoscope tv
მაისი 18, 2025

ინგლისის ქალაქ ქალაქ სოლსბერის საკათედრო ტაძარზე რუსეთის ეროვნული დროშა აღმართეს. დროშა ღამით ტაძრის იმ ნაწილზე აღმართეს, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი დაინიშნა. ამ დრომდე ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

გორში, ახლად რეაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე, მოაჯირს, რომელიც მდინარე მეჯუდას მიუყვება, ყოველდღიურად დეკორატიული ნაწილები აკლდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მოაჯირზე ე.წ. სფეროების მხოლოდ ორი მესამედია დარჩენილი.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე კანონში შესატანი ცვლილება მომზადებული არ არის, არსებობს მხოლოდ გეგმა, რომელიც საჯარო…

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „კვირის აქცენტების“ წამყვანმა ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, ამილახვართა სასახლის კარის ეკლესიის კედლის მხატვრობა საბჭოთა პერიოდში დააზიანეს. ამის შესახებ „რეგინფოს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განუცხადეს. გუშინ ფეისბუქში გავრცელდა ფოტომასალა და ინფორმაცია, თითქოს ეკლესიაში…

„ისეა წარმოჩენილი, თითქოს, ანაკლია არის ხაზარაძის პროექტი. ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი, სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი და მოისურვა ანაკლიის პორტის მშენებლობა. თითქოს, მამუკა ხაზარაძემ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ აქ მე პორტს…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 თებერვლიდან, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში, საავტომობილო გზებზე სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია ამოქმედდა.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, ეკლსია მზად იყო, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]