weather cur horoscope tv
მაისი 18, 2025

ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სპეციალური საპოლიციო კონტროლის, ე.წ. რეიდის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას იწყებს. მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრია“, რომელიც ითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს…

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული თემურ აბაზოვი, რომელსაც ამ დრომდე მარნეულის მერის უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა, საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართავს. მისი განცხადებით, არ სურს, მერის თანამდებობაზე მუშაობა მძიმე ბრალდებით გააგრძელოს.

თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“ მდებარე სოციალური კაფე „ახალი მზიური“ გაქურდეს. მისი დამფუძნებლის, ანა გოგუაძის თქმით, კაფე დილას გაქურდული დახვდათ – წაღებულია ლეპტოპი, ტელეფონი, iPad და 165 ლარი. დაზიანებულია ორი სათვალთვალო…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდიში უცხოეთის მოქალაქეების გაქურდვის საქმე გახსნეს და ქურდობის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული ე.მ. დააკავეს.

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ პარტიას სახელწოდებით „კანონი და სამართალი“ ქმნის. ამ თემაზე მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თანაპარტიელებთან - გიორგი ცობეხიასთან და ქეთი ენუქიძესთან ერთად ისაუბრა.

ორთვიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ორი მერვედფინალური შეხვედრით განახლდა. „ოლდ ტრაფორდზე“ სულშერის გაწვრთნილი „მანჩესტერ იუნაიტედი“ საფრანგეთის ჩემპიონ გუნდთან დამარცხდა, „რომამ“ კი თინეიჯერი ნოკოლო ძანიოლოს დუბლით მოახერხა შინ „პორტოს“ ძლევა.

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხემნასთან ავტომობილი მდინარე აჭარისწყალში გადავარდა, რის შედეგადაც 35 წლის ქალი დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული მსოფლიო რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც ქართველი ქომაგებისთვის სასიხარულო სურათი მივიღეთ. ყველა წონით კატეგორიაში საუკეთესო ათეულიდან 5 ძიუდოკა საქართველოს წარმოადგენს, ორი კი სხვა ქვეყნის სახელით გამოდის.

არქიმანდრიტი ათანასე კარანაძე აცხადებს, რომ „ბენტლი“, რომლითაც ის თბილისში დააფიქსირეს, მას არ ეკუთვნის და საჭესთან ცნობისმოყვარეობის გამო დაჯდა. გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით განცხადება მამა ათანასემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]