weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე დასრულდა გამოკითხვა 2018 წლის საუკეთესო მამაკაცი და ქალი ძალოსნების გამოსავლენად. გამოკითხვაში მონაწილეობა 30 000-მდე ადამიანმა მიიღო.

გორის მუნიციპალიტეტის ყოფილ მაღალჩინოსანს თემურ მანველიშვილს, რომელმაც აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა დაამხო, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს მიიღო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 2025 წლამდე მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას გულისხმობს, არაკონსტიტუციურია და შესაბამისად, მხარდაჭერა არ ექნება.

დღეს ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორი პოზიციით წაიწია წინ და მსოფლიოს მე-20 ჩოგბურთელი გახდა.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. 

14 თებერვლიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10…

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება. ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებთან მომდევნო შეხვედრას იტალიის დედაქალაქ რომში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ქართული დიასპორების ორგანიზაცია „ერთად სახლში“…

ლოს ანჯელესში მდებარე „სტეიპლს ცენტრმა“ მუსიკის ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებას, გრემის გადაცემის რიგით 61-ე ცერემონიას უმასპინძლა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ადასტურებს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის პარტია ნიკა მელიას კანდიდატურის დასახელების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „კვირის აქცენტები“ განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]