საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანს საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ახალქალაქში ქალის მოტაცების ბრალდებით ოთხი მამაკაცი დააკავეს. დადგენილია კიდევ ერთი პირის ვინაობა, თუმცა ამ დროისთვის ის დაკავებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის…
თოვლის ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის გათამაშების გამარჯვებული აჭარის გუნდი გახდა. ბათუმურმა გუნდმა ფინალში ბოლნისის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
თბილისში, გლდანის ციხესთან აღმოჩენილ ძველ სამარხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახური შეისწავლის. არქეოლოგების წინასწარი შეფასებით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლებელია ელინისტურ ხანას (ძვ. წელთაღრიცხვის V – IV საუკუნეებს) განეკუთვნებოდეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 29-ე საარჩევნო ყრილობაზე დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი მეორე ვადით აირჩიეს. კობიაშვილი ქართულ ფეხბურთს მომავალი 4 წლის განმავლობაშიც უხელმძღვანელებს.
„დღესდღეობით არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის ბიზნესზე ზეწოლა, იმიტომ, რომ აქ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რომელსაც აქვს განსაზღვრული ფაქტობრივი მტკიცებულებები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ „თიბისი…
„ხალხო, გეკითხებით, რატომ ვარ მე ცუდი? თუ მურუსიძე ცუდი იყო და დღეს არის კარგი, იქნებ მეც გამოვსწორდი?“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
ბრაზილიის ნაკრები სამშობლოში გასამართი „კოპა ამერიკასთვის“ მზადებას ევროპული ტურნეთი დაიწყებს. კონტინენტის პირველობამდე ტიტეს გაწვრთნილი გუნდი მარტის მიწურულს ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ცოლის მუქარაში ბრალდებულს ერთი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე გიორგი ლონდარიძის მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
სლოვენიის პარლამენტის წევრმა დარი კრაიჩიჩმა მაღაზიიდან სენდვიჩის მოპარვის გამო, თანამდებობა დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, კრაიჩიჩმა განაცხადა, რომ ლიუბლიანას ერთ-ერთი მაღაზიაში თანამშრომლები ყურადღებას არ აქცევდნენ, რის გამოც გადაწყვიტა სუპერმარკეტის დაცვა გამოეცადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11