weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

ახალგაზრდა ჰოლანდიელი ფეხბურთელის, ფრენკი დე იონგის სატრანსფერო საგა დასრულდა. 21 წლის ტალანტი კარიერას კატალონიურ გრანდ „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

საქართველომ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდო ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

ხაჭაპურის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტი „ენგურის“ დაკეტვა გალის რაიონულ ადმინისტრაციის შენობასთან რაიონის მცხოვრებლებმა გააპროტესტეს. გამოცემა „ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციით, საპროტესტო აქცია დღეს გაიმართა.

თბილისში 4 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტო განმარტებას აკეთებს. მეურვეობა–მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის განცხადებით, ბავშვი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა და დედა მას თვეში რამდენჯერმე…

„ჩემი მოთხოვნა არ ყოფილა, რომ ვინმე დაეჭირათ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს უფლება, მივიდეს და თავში ვიღაცას ჩაარტყას. ამის გამო უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან. ჩემი მოთხოვნა ეს იყო და ეს არის…

თბილისის მერის, კახა კალაძის დავალებით, MAN-ის ფირმის ავტობუსების მძღოლებს პერანგებსა და ჰალსტუხებს შეუკერავენ. ავტობუსები ქალაქში თებერვლიდან ეტაპობრივად შემოვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, განათლების სამინისტროსთან ერთად, 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების 5 პროექტს განახორციელებს.

შოტლანდიის სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის ქიმიკოსმა ალან აიტკენმა ქიმიის აუდიტორიის ქვეშ მდებარე სათავსოში მეცნიერების ისტორიის უნიკალურ რელიკვიას - ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის სისტემის მსოფლიოში უძველეს ასლს მიაგნო.

ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. როგორც აჭარის ტელევიზიას საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსმა, მამუკა შამილიშვილმა უთხრა, ხსნარი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ დეზინფექციის ჩატარებისთვის იყო განკუთვნილი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]