weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანის ძეგლი დადგეს. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ის ინფორმაციით, ძეგლის გახსნის ღონისძიებას, რომელიც 20 იანვარს გაიმართა, ახალქალქის მერი იურიკ უნანიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები…

26 და 27 იანვარს, ოზურგეთში გასამართი საქართველოს პირველობა 23 წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გადაიდო. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. ოქუაშვილი საბჭოს წევრი 2016 წელს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სიით გახდა, თუმცა სხდომებს თითქმის არ ესწრებოდა. მისი ყოველთვიური…

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვენესუელას პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს დაურეკა და მხარდაჭერა აღუთქვა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქებაა. მისი თქმით, წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში ფიქსირდება.

მადრიდის „რეალის“ მცველ მარსელოს ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლა უნდა, რის შესახებაც უცხოური გამოცემები წერენ. ბრაზილიელ მარცხენაფლანგელს სურს, რომ კვლავ კრისტიანო რონალდოს მხარდამხარ ითამაშოს და თავისი სურვილი მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, „ბილაინს“ ქართული ბაზრიდან გასვლა აქვს გადაწყვეტილი. როგორც ბექაური ამბობს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენცია შესუსტდა, რამაც გააჩინა რისკი, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა თავისი…

დიდი ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქე პოლიციას თბილისში ჩაბარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 31 წლის ჯეკ შეფარდი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად მივიდა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაძლიერებას განაგრძობს და ამჯერად არგენტინელი თავდამსხმელი ანტონიო როხანო დაიმატა, რომელმაც თბილისის „დინამოსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტები ვერ წარადგენენ წითელაზე აცრის დამადასტურებელ სამედიცინო ცნობას, მათთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]