weather cur horoscope tv
მაისი 20, 2025

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NASA-ს შესთავაზა „მთელი ფული, რაც კი საჭიროა“ მარსზე ადამიანების გასაგზავნად, რათა ეს მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში მოესწროს. ამის შესახებ ჟურნალი New York თეთრი სახლის საზოგადოებასთან…

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლზე სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სამართალდამცავებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავეს. ივანეიშვილის დაკავება დღეს, საკრებულოს სხდომაზე მოხდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მათი ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოების თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე, ტყვარჩელის რაიონის მკვიდრი, 1962 წელს დაბადებული გ.ფ. დააკავეს. ე.წ. უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ დაკავებული მამაკაცი…

ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ვენესუელაში 21 იანვრიდან განახლებული საპროტესტო გამოსვლების დროს სამართალდამცველებმა 360-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 3 მილიონი ლარია. მყიდველმა 41 150 კვ.მ ტერიტორიაზე მინიმუმ 110 ნომრიანი საერთაშორისო ბრენდის…

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონის, ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მას ჭიდაობის ფედერაციიდან არავინ დაკავშირებია. დათუნაშვილის თქმით, მას სასულიერო პირი გაუგზავნეს, რომელიც გაჩუმებას სთავაზობდა.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერება განიხილება. როგორც გოგიჩაიშვილმა თქვა, გუშინდელ შეხვედრაზე ამ საკითხს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]