weather cur horoscope tv
მაისი 20, 2025

შოტლანდიის სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის ქიმიკოსმა ალან აიტკენმა ქიმიის აუდიტორიის ქვეშ მდებარე სათავსოში მეცნიერების ისტორიის უნიკალურ რელიკვიას - ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის სისტემის მსოფლიოში უძველეს ასლს მიაგნო.

ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. როგორც აჭარის ტელევიზიას საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსმა, მამუკა შამილიშვილმა უთხრა, ხსნარი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ დეზინფექციის ჩატარებისთვის იყო განკუთვნილი.

„ჭიდაობაც ძალადობაა. რომ ვეჭიდავები სპორტსმენს, ვძალადობ. ძალის გამოყენების გარეშე იმას ქულას მე ვერ ავუღებ“, – განაცხადა თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჭიდაობის ფედერაციის…

ნიუ იორკის შტატში მუსლიმებზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებული სამი ზრდასრული მამაკაცი და ერთი არასრულწლოვანი ნიუ იორკის შტატში მდებარე მუსლიმურ დასახლება ისლამბერგზე თავდასხმას გეგმავდნენ.

სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ 11 იანვარს, სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნული ჩემპიონატის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. მინისტრი დაპირისპირებულ მოჭიდავეებს მოუწოდებს, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და სასამართლოს…

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ, რომ ბათუმში გუშინ გარდაცვლილ 48 წლის ქალს H1N1 ვირუსი, იგივე ღორის გრიპი ჰქონდა. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მართვით სუნთქვაზე იყო.

ტოკიოში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ განაგრძობს მოგებათა დაგროვებას და დადებითი ბალანსის მოხვეჭას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, საგარეჯოში ჩირის მაღალტექნოლოგიური საწარმო აშენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ დოლარს აღემატება.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა საპარლამენტო ასამბლეაზე მის მიერ წარდგენილ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“.

ტურინის „იუვენტუსის“ ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო მადრიდში დაბრუნდა, სადაც სასამართლოს წინაშე წარსდგა. პორტუგალიელ ფეხბურთელს ბრალდება წარედგინა, რომლის თანახმად მას 18.8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს და მომდევნო 23 თვის განმავლობაში პირობითი პატიმრობა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]