weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გუდაური და ჩვენი მთის სხვა კურორტები მსოფლიო რუკაზე დამკვიდრდნენ, როგორც საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო ტურისტული ცენტრები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუდაურში, ზამთრის სეზონის გახსნაზე.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „გირჩი“ არ შეუერთდება საპროტესტო აქციას, რომელსაც ხვალ, თელავში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია გამართავს.

ერაყელი ნობელიანტი აქტივისტი ნადია მურადი ნობელის პრემიის ფარგლებში მიღებული თანხით მშობლიურ ქალაქ სინჯარში საავადმყოფოს ააშენებს. 25 წლის იეზიდი უფლებადამცველი ამჟამად სწორედ სინჯარში იმყოფება, სადაც წლების წინ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ტყვედ…

იაპონიის ერთ-ერთი ტელეარხი NHK WORLD-JAPAN გამოკითხვას ატარებს და ინტერნეტ-მომხმარებლებს სთხოვს ხმის მიცემით დააფიქსირონ, რომელი სუმოისტი იქნება მათი რჩეული 2019 წელს. სუმოისტებს შორის ქართველი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინიც არის.

„ხვალ იქნება საპროტესტო დღე. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად გაიმართება საპროტესტო აქციები. მთავარი აქცია თელავში იქნება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაალ უდუმაშვილმა პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, თელავში დაგეგმილ…

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი, 1975 წელს დაბადებული ხ.ს. ზესტაფონში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, ფრიდონ სულაქველის (მეტსახელად „პაწუა“) ძმაა და „ქურდულ სამყაროს“…

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის ის სიტყვები, რომლის მიხედვითაც აკრძალული იყო ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის საქმეებზე პირის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით ზემდგომი…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ადვოკატი რამაზ რ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ რამაზ რ. ირანის მოქალაქეს თითქოსდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მაღალჩინოსნების ხელშეწყობით, საქართველოს…

ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური“ ივრითზე გამოიცა. მასზე მუშაობა წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოემა პროფესორმა მამუკა ბუცხრიკიძემ თარგმნა.

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]