weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. კადრები ასახავს 16 დეკემბერს, ველისციხეში, როგორ ასხურებს უცნობი პირი დაუდგენელ ნივთიერებას საპროტესტო კოლონის ერთ-ერთ მანქანაში.

საქართველოს ნაკრების 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა „კრასნოდარი“ დატოვა. რუსული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

„უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ძალის მიერ ჩადენილი მოქმედებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს ყველამ, იქნება ეს პოლიციელი თუ აქციის მონაწილე.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გუშინ, კახეთში მომხდარი ინციდენტების შედეგად, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებებით, მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი, ასევე დაზიანდა შსს-ს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩატარდა. როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე სამართალდამცავებმა დააკავეს. ის კახეთის პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.

„იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს რა. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ“, – განაცხადა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა…

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პროკურატურას მოუწოდებს გამოძიება დაიწყოს გუშინ, 16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის მომხდარ ინციდენტზე.

პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან კობერიძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა. კობერიძის თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მხარდაჭერა იმისთვის, რომ აქციები გამართოს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]