weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

2019 წლის თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდში Visa on Arrival ამოქმედდება, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და სამეფოში ტურისტული ვიზიტით 15 დღე დარჩნენ.

სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Vali.ge მონაცემები განახლდა. დღეს ერთიან ბაზას „ბაზისბანკისა“ და „ტერა ბანკის“ მონაცემები დაემატა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება. მარგველაშვილის თქმით, ამ მიმართულებით, პროტოკოლებს შორის ყველაფერი გარკვეულია.

საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტში გუშინ მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი თანაპარტიელი ირმა ინაშვილი სწორად მოიქცა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ზურაბ ჯაფარიძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა. საქმე ეხება 2018 წლის მაისში სამართალდამცავების მიერ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და ეროვნული სასამართლოების მიერ მის სამართალდამრღვევად ცნობას.

როგორც პრესტიჟული ესპანური გამოცემა Marca წერს, მადრიდის „რეალი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „მანჩესტერ სიტის“ ახალგაზრდა ესპანელ ბრაჰიმ დიასს გაიფორმებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, მსჯავრდებულთა შეწყალების აქტს, სავარაუდოდ, აღარ გამოსცემს. მარგველაშვილმა შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომა, სადაც საქმეები უნდა განეხილათ, გააუქმა.

ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა. მსოფლიო 2018 წლის მსოფლიო თასის ეტაპი იაპონიის ქალაქ კიოტოში გაიმართა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია. იგი მსოფლიოს საუკეთესო 50 მასწავლებელს შორის მოხვდა.

ოთარ ქორქიას სახელობის საქართველოს საკალათბურთო სუპერთასის გამარჯვებული „ქუთაისი“ გახდა, რომელმაც ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ 75:67 დაამარცხა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]