weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

„სახალხო დამცველს მინდა მოვუწოდო, რომ ასევე მიაქციოს ყურადღება თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა. ხანდახან მინდა ეს გავახსენო მათ“, – განაცხადა შინაგან…

თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ფიცის დადების შემდეგ, პრეზიდენტმა მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, კონსტიტუციაზე ფიცი დადო:

„არ ვიცი, მოვასწრებთ თუ არა თელავამდე ფეხით ჩასვლას, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ დავამხობთ, კანონიერი გზით დავამხობთ, ამას ნამდვილად მოვასწრებთ, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, თავისუფლად გადაადგილდნენ თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით.

„ის, რაც აქ ხდება, არის უკანონობა და დანაშაული. რას მოვიმოქმედებთ? – მოვიმოქმედებთ იმას, რომ დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ველისციხეში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული ოპოზიციის…

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თელავში დაანონსებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს თელავისკენ ავტომობილებით გადაადგილების შესაძლებლობას მხოლოდ ყვარლის გავლით მისცემენ, ხოლო ველისციხე-თელავის გზა (დაახლოებით 30 კმ) შეუძლიათ…

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან თელავისკენ მიმავალ გაერთიანებული ოპოზციის კოლონას შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზა ავტობუსებით ჩაუხერგა. ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები გზის გახსნას ითხოვენ, რასაც ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ წევრის და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია არა რომელიმე პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, შესაბამისად, ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ოპოზიციის წარმომადგენლებიც არიან მიწვეულნი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]