weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

წლის ყველაზე პრესტიჟული პირადი საფეხბურთო ჯილდო ლუკა მოდრიჩისაა. მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების წევრს ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის“ მიერ 2018 წლის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული „ოქროს ბურთი“ გადაეცა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით გორგოძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ევროპის საბჭომ საქართველოში არსებულ მონიტორინგის მისიას (EUMM) მანდატი 2020 წლის 14 დეკემბრამდე გაუგრძელა. ამისთვის ევროსაბჭომ 38.2 მილიონი ევრო გამოყო.

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან დიალოგის გამართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

საქართველოს მოქმედ და ახლადარჩეულ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილი ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიან მონაკვეთს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პოლატიოლი და მაპა“ ააშენებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

„რაც მოხდა, ძალიან ცუდი ფაქტია. ძალადობა არავისთვის მისაღები არ არის. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდებოდა მთელი არჩევნების განმავლობაში. როგორი ბილწსიტყვაობა მიმდინარეობდა. პირდაპირ ეთერიდან დედის გინებაზე იყვენენ გადასული და ახლა, არავის…

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ შეუძლებელია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 780 ათასი ამომრჩეველი ჰყავდეს. ინაშვილი პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაიწყოს გამოძიება, გრიგოლ…

ბელარუსის ქალაქ გროდნოს საფეხბურთო კლუბმა „ნემანმა“ წლის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი მცველი გიორგი ქანთარია დაასახელა. გროდნოელთა ორი ნომერი გუნდის გულშემატკივრებმა გამოარჩიეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]