weather cur horoscope tv
ივნისი 15, 2025

„ლოს ანჯელეს გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ დაბრუნებასთან ახლოსაა, რის შესახებაც ბევრი უცხოური გამოცემა წერს. ბოლო ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩს „როსონერისთან“ 18-თვიანი კონტრაქტის გაფორმება და წელიწადში €4 მილიონის მიღება სურს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე ბიძინა ივანიშვილის ფოტო დაბეჭდეს. გარდა ამისა, ბანერზე დატანილია ახალი საარჩევნო სლოგანი „პრინციპული არჩევანი. ღირსება, თავისუფლება,…

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ბელგიურ „გენტში“ მოთამაშე 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძეს საფეხბურთო გრანდი „ბარსელონა“ აკვირდება. ავტორიტეტული ესპანური გამოცემების ცნობით, ჩაკვეტაძის გამო ანდორა-საქართველოს მატჩს „ბარსელონას“ სკაუტები დაესწრებიან.

მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი ბეტონმზიდი და მასში მყოფი 53 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მაშველები ცხედრის ამოყვანას ცდილობენ, რისთვისაც წყალქვეშ მანქანის კარის გაჭრა იქნება საჭირო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 24:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ჟინვალის წყალსაცავში ცემენტმზიდი გადავარდა. შემთხვევა წყალსაცავის მარცხენა მხარეს, ფშავისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ ჩინთსა და სოფელ თვალივს შორის მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს, ხინჯი შეიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე მიიღეს. 28 ნოემბერი ოთხშაბათი, სამუშაო დღეა, რის გამოც, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საქართველოში უქმედ გამოცხადდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს ქალთა მკვლელობები 58%-ით შემცირდა, ქმრის ან ყოფილი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის ფაქტი კი არ დაფიქსირებულა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]