weather cur horoscope tv
მაისი 18, 2024

„რუსთავი 2“ საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანიის დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.

ნინოწმინდაში, №26 საარჩევნო უბანზე ოპოზიციური ძალების გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელსა და საუბნო კომისიის სხვა წევრებს შორის ინციდენტი მოხდა. სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, ლია გუჯეჯიანმა კომისიის წევრები პროცედურული წესების დარღვევაში დაადანაშაულა.…

„რადგან სხვა კანდიდატებმა უკვე მისცეს ხმა გაბრწყინებულ ივერიას, ნათელ მომავალს და უღრუბლო ცას, მე ხმა „გირჩის“ კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს მივეცი, ანუ, შემოვხაზე საკუთარი თავი და ამით მხარი დავუჭირე ამ ქვეყანაში…

„ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო წინასწარი მონაცემებით, უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ამ ისტორიულ არჩევნებში იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა…

„მეორე ტურის ალბათობა ძალიან დაბალია, მაგრამ ალბათობა არის. თუ მეორე ტური იქნება, არავითარი კითხვის ნიშანი არ არის - 100%-ით გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათის მდგომარეობით, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 38.16% (1 337 284 ამომრჩეველი) შეადგინა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურში ხდება პირების მობილიზება იმისთვის, რომ გარკვეული დაძაბულობა იქნას შეტანილი საარჩევნო პროცესში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

გორში, №21 საარჩევნო უბანზე, რომელიც სკოლის შენობაშია, ამომრჩეველი ცხენით მივიდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სკოლის დარაჯმა მას ეზოში ცხენით შესვლის უფლება არ მისცა. განაწყენებული მხედარი უკან ხმის მიცემის გარეშე…

ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ზუგდიდში, ინგირის №94-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი ჩააგდეს.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]