საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ზუგდიდში, ინგირის №94-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი ჩააგდეს.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს.
სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მავთულხლართებზე გადმოიპარა. როგორც მან Qartli.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ის კანდიდატი შემოხაზა, რომელიც უთხრეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. გვარამია ოპოზიციას და სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, განსაკუთრებით ყურადღებით 5-დან 8 საათამდე იყვნენ, რადგან ხელისუფლება შედეგების გაყალბებას სწორედ ამ…
მარნეულში, სოფელ იმირის 59-ე საარჩევნო უბანში მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო, პოლიციამ „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დააკავა.
ამ ზაფხულს რუსეთში გამართული მსოფლიოს საფეხბურთო პირველობის ორგკომიტეტის გენერალურმა დირექტორმა და FIFA-ს საბჭოს წევრმა, ალექსეი სოროკინმა განაცხადა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ფედერაციის საბჭომ 2018 წლის მუნდიალი ისტორიაში საუკეთესოდ აღიარა.
„არა ჰესებს“, „ნუ მომკლავ“ – საარჩევნო ბიულეტენებზე ამ წარწერების დატოვებით აპროტესტებს პანკისში არჩევნებზე მისული მოქალაქეების ნაწილი ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოუძიებლობას.
სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 13:03 საათზე დაფიქსირდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 12:00 საათის მდგომარეობით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 15.95% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა 558 755 ამომრჩეველმა მიიღო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11