weather cur horoscope tv
მაისი 14, 2024

ტაივანში სარკინიგზო ავარიის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 170-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ინციდენტი ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

ვენესუელის პოლიციამ დააკავა სამი რუსი და კიდევ 14 უცხოელი, რომლებსაც 150 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდათ. ნარკოტიკული ნივთიერება გემის ჩხრეკის დროს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1994 დაბადებული ზ.წ. ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით თელავში დააკავეს.

საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს განვითარებას იწყებენ, რომლითაც ჯამში 260 ათასი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი ახალი მარშრუტები და იაფი ტრანსპორტი. ამის შესახებ დღეს, მთავრობის ინიციატივის „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი“ პრეზენტაციაზე…

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამგორიდან ლილოს, ასევე აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტრო აშენდება, რომელიც 200 ათას ადამიანს მოემსახურება. პროექტის განხორციელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყება. მიწისზედა მეტრო ექსპლუატაციაში ეტაპობრივად, 2020-2022 წლებში…

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს 5 ავტომობილი, მათ შორის სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.

ლუის ჰამილტონის მეხუთე მსოფლიო ჩემპიონობა, რომლის აღნიშვნასაც „მერსედესი“ ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში აპირებდა, მინიმუმ ერთი კვირით გადაიდო, რადგან ამერიკის დიდი პრიზის რბოლა „ფერარის“ ვეტერანმა კიმი რაიკონენმა მოიგო, ჰამილტონი კი მესამე…

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოდან წასვლას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გახდება. ამის შესახებ გვარამიამ გადაცემაში „კვირის აქცენტები“ განაცხადა.

ქართველმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) შარშან პარიზში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მორიგ წარმატებას უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე მიაღწია.

„ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერმა, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა აკაკი ასათიანმა და „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა ვახტანგ გაბუნიამ არჩევნებიდან კანდიდატურები მოხსნეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]