საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თელავში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. შუახნის ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „ლაგოდეხი“, აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ა-ს ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერებისას, 3400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოუჩინეს.
საუდის არაბეთმა მიმდინარე თვეს დაკარგული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა. სახელმწიფო მედიის თანახმად, რომელიც ქვეყნის გენერალური პროკურორის განცხადებას ეფუძნება, ხაშოგის სიკვდილი ხელჩართულ დაპირისპირებას მოჰყვა. მკვლელობის საქმეზე საუდის არაბეთში 18 ადამიანი…
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. კადიროვი დემონსტრანტებს დაემუქრა და მოუწოდა მათ, აქცია გამართონ იმ ტერიტორიაზე, რომელის ჩეჩნეთისთვის გადაცემასაც…
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა „ლოკომოტივმა“ „როსტოვს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი, როდესაც ანგარიში ფრე იყო, საქართველოს ნაკრების წევრმა სოლომონ (საბა) კვერკველიამ გაიტანა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ფოთში, მხარდამჭერებთან შეხვედრით რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტები დაასრულა.
ქართველი ძიუდოკა ლაშა ბექაური (90 კგ) მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 18 წლის ბექაურმა ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ტურნირის ფინალში იაპონელი სანშირო მურაო 37 წამში იპონით დაამარცხა და ოქროს…
გორის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულ 52 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც Qartli.ge იუწყება, სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა ცოლი, საჭმლის მოუმზადებლობის გამო, ჯოხით…
აზიური ფაროსანას ქიმიური პრეპარატებით და მექანიკური საშუალებით აქტიურად ებრძვიან დასავლეთ საქართველოში. მიუხედავად ამისა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის მოსახლეობა გვიყვება, რომ ბაღლინჯომ შემოდგომაზე მათი მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლება თელავში არჩევნების გასაყალბებლად ემზადება, რისთვისაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ტრენინგებს უტარებენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11