weather cur horoscope tv
ივნისი 09, 2025

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალქალაქში იუსტიციის სახლი გახსნა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას შეძლებს. ახალქალაქის იუსტიციის სახლი, ბორჯომისა და ახალციხის შემდეგ, რიგით მესამეა სამცხე-ჯავახეთის…

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა დახურულ სხდომაზე იმსჯელა.

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში მდებარე პოლიტექნიკურ კოლეჯში მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანი შეეწირა, ორმოცამდე კი დაშავდა. დაღუპულთა უმეტესობა მოზარდია.

მირზა სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს სპეციალური პენიტეციური სამსახურის N8 დაწესებულებაში მის ცემასთან დაკავშირებით სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გლდანის ციხეში სუბელიანის მონახულების შემდეგ.

ქართულმა საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ ევროპის ჩემპიონატის ფინალში „მონტე კარლოსთან“ ფრედ ითამაშა, თუმცა ტურნირის წესებიდან გამომდინარე ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

„მე, როგორც პრეზიდენტი დღეს ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხობში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

სამართალდამცველებმა იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, ათკაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.

„ქართული ოცნების“ შიდაპარტიული კვლევის თანახმად, სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 დღით ადრე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე და მისი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე გადადგნენ. თანამდებობის დატოვებამდე გოჩა მელაძემ საკუთარ მოადგილედ მუნიციპალიტეტის პოლიციის ყოფილი უფროსი ვახტანგ ბერიძე დანიშნა. სწორედ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]