weather cur horoscope tv
ივნისი 07, 2025

ლეგენდარული პოლ მაკკარტნი საბავშო მწერლობაში ძალებს კიდევ ერთხელ სინჯავს. The Beatles-ის ყოფილმა წევრმა საბავშვო წიგნი დაწერა, სახელწოდებით Hey Grandude, რომელიც გაყიდვაში ერთ წელიწადში გამოვა, თუმცა წინასწარი შეკვეთის მიცემა უკვე შესაძლებელია.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ „ქუთაისის წყალარინების პროექტის“ დასაფინანსებლად ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება, რომელმაც ევროს მასპინძლობაზე თურქეთის კონკურენცია დაძლია და 2006 წლის შემდეგ დიდ სანაკრებო ტურნირს პირველად უმასპინძლებს.

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 წლამდე ბავშვი დაიღუპა, სამი არასრულწლოვანი კი დაშავდა. ტაქსი, რომლითაც ბავშვები გადაადგილდებოდნენ, სატვირტო მანქანას შეეჯახა.

„მივმართავ რუსეთის ფედერაციას: შეასრულეთ ნაკისრი, ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ჩეჩნეთის და ინგუშეთის მეთაურებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიზანი რუსეთის ფედერაციაში შემავალ ორ სუბიექტს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენაა.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 3 ოქტომბერს დაიწყება და 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ისწავლონ ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა…

„პირველი არხის“ ყოფილი თანამშრომელი მამუკა ბერძენიშვილი, რომელსაც სასამართლომ 2,027447 გრამი კლუბური ნარკოტიკის, ე.წ. ემდეემას ფლობისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, პრეზიდენტმა შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძენიშვილის მეგობარი, ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი ავრცელებს.

სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით ჩავიდა. 13-დღიანი მსვლელობით მან რუსული ოკუპაცია გააპროტესტა.

„ასეთი კვლევები მუდმივად გვახსოვს არჩევნებიდან, თუმცა, ასევე გვახსოვს არჩევნების შედეგებიც. ჩვენი შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კვლევაზე, რომელიც Edison Research-მა „რუსთავი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]