weather cur horoscope tv
მაისი 26, 2025

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მათი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ ე.წ. ფეიკ-ნიუსს ავრცელებს. „ძალა ერთობაშია“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს და „იმედის“ იმ სიუჟეტების შესწავლას…

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 91-ე ცერემონიისთვის საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში წარსადგენად საქართველოდან ზაზა ხალვაშის „ნამე“ გაიგზავნება, რომლის მსოფლიო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

საქართველოს ნაკრების წევრი ოთარ კაკაბაძე ტარაგონას „ხიმნასტიკიდან“ კარიერას შვეიცარიულ „ლუცერნში“ გააგრძელებს, სადაც უკვე ირიცხება ასევე „ჯვაროსნების“ წევრი ვაკო გვილია.

„ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით კენჭისყრასთან დაკავშირებით.

პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პირებზე დანამატების და პრემიების გაცემა დროებით შეჩერდა. საქართველოს მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პრემია-დანამატები უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულებამდე აღარ გაიცემა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკასთან ფერმერებმა პროტესტის ნიშნად ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მათ სიმინდი, თხილი და მანდარინი მიიტანეს, რომელიც, მათივე თქმით, აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა. აქციის მონაწილეები აჭარის…

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთი-ერთი ლიდერი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ქუთაისში ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელის უკვდავყოფის მიზნით, რომელიმე ქუჩის ან სკვერისთვის მისი სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის. წერეთლის…

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში მოსწავლეებს მეტალოდეტექტორის გამოყენებით შეამოწმებენ. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება შეიძლება განხორციელდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან/და სკოლის თანამშრომლის ინიციატივით.

ხვალ, პირველ სექტემბერს, ხევსურეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შატილობა“ გაიმართება. დღის განმავლობაში შატილში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში 17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი დილით ნახეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]