weather cur horoscope tv
მაისი 21, 2024

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილი გზაზე, ეცერის აღმართზე 23-ტონიანი საწვავმზიდი გადაბრუნდა, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. როგორც „რეგინფოს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა, დაიღვარა დაახლოებით 5 ტონა ბენზინი.

„შატილი საუკუნეების განმავლობაში იყო ჩრდილოეთ საზღვრების დარაჯი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ადგილებში დაბრუნდნენ ჩვენი მოქალაქეები, თქვენ დაუბრუნდეთ თქვენს მამა-პაპისეულ მიწა-წყალს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შატილში, სადაც დღეს „შატილობის“…

დიდ ბრიტანეთში ენერგეტიკული სასმელების ბავშვებისთვის მიყიდვა შესაძლოა აიკრძალოს. BBC-ის ინფორმაციით, მთავრობამ ამ საკითხზე საჯარო კონსულტაცია უკვე დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, ენერგეტიკული სასმელის ყიდვა 16 წლიდან იქნება ნებადართული, თუ 18-დან.

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის თასზე პირველი ბრძოლები დღეს გაიმართა. 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 19 წლის პანკისელი ძიუდოისტი ისლამ ქავთარაშვილი რუმინელ ლასლო შოუკს შეხვდა და დამარცხდა.

„ჩვენგან წავიდა მეოცე საუკუნის მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე სახელოვანი უკანასკნელი მოჰიკანი, სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც საქართველოს ფარი და ხმალი იყო აგრესორებთან და ოკუპანტებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ დროს აქ არჩამოსვლა წარმოუდგენლად მიმაჩნია“,…

საქართველოს 3-4 სექტემბერს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ეწვევა. ევროკომისარი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდება.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის პატრიარქატის პრესმდივანმა, არქიეპისკოპოსმა ევსტრატი ზორიამ განაცხადა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლის, დეა გოშხეთელიანის და სიმამრის ცემაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძე დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ფაშისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერი, გიორგი ჭელიძე დააკავა.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. 3 სექტემბრიდან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ასაკით პენსიონერები ჩაერთვებიან. აღნიშნულ ჯგუფები ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს (23 დასახელების)…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]