weather cur horoscope tv
მაისი 15, 2024

მოსკოვში რუსი მომღერალი და სახელმწიფო დუმის დეპუტატი იოსებ კობზონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2002 წლიდან მომღერალი ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა და რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი კობზონი…

აჭარაში, ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ერთმანეთს ორი საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

გამოცემა Corriere della Sera-ს ინფორმაციით, საქართველოს ხუთმა მოქალაქემ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის მშობლების სახლი გაქურდა.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანს, გურამ კაშიას UEFA-ს მიერ დაწესებული #EqualGame-ის ჯილდოს მიღებას და თანასწორობისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილის საერთაშორისო აღიარებას ულოცავს. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს სტუდენტი 27 906 აპლიკანტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ია. სახელმწიფომ სულ 10 614 სტუდენტი…

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად შესაძლოა 35 000 დოლარის ნაცვლად, 100 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენა გახდეს აუცილებელი. ამ საკითხზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა…

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში მდებარე ეპისკოპოსის სასახლე 1-7 სექტემბერს ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალ „ნიქოზს“ უმასპინძლებს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ანაკლიაში ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც სააგენტო „ლაივპრესს“ პროკურორმა მაია ჯაბუამ განუცხადა, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) 27-ე ტურში აუტსაიდერმა „სან ხოსე ერსქვეიკსმა“ უხვგოლიან და დრამატულ მატჩში პირველადგილოსანი „დალასი“ 4:3 დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი ვაკო ყაზაიშვილმა შეიტანა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე, 10 ჰექტარზე ფოთლოვანი ტყე იწვის. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას 12 საათზე მეტია უშედეგოდ ცდილობენ. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას განცხადებით, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში შესაძლოა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]