საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გერმანიაში, გამომცემლობა Galiani Berlin-ის მიერ გერმანულ ენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის პროზაული ვერსიის ავტორი ტილმან შპრეკელსენია, ილუსტრაციებზე კატ მენშიკმა იმუშავა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ასაკოვანი მამაკაცი დანით დაჭრეს, მისი მეუღლე კი ცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული მათი შვილიშვილია, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.
ჩეჩნეთში, სოფელ გელდაგენში, ყოფილი რუსი პოლკოვნიკის, იური ბუდანოვის მოკვლისთვის მსჯავრდებული და ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იუსუპ ტემირხანოვი დაკრძალეს. დაკრძალვაზე ათი ათასობით ადამიანი მივიდა, მათ შორის ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვიც იყო.…
რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი დღეს გურჯაანში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანგოშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მუქარას ან ძალადობას პოლიციელის მიმართ. დანაშაული…
თბილისი–სენაკი–ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, სულ მცირე 6 მგზავრი კი დაშავდა.
თუშეთის დაცული ლანდშაფტის დირექტორის ზაზა ლაგაზიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ლაგაზიძეს სოფელ შენაქოში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, უკანონოდ, 29 ძირი ფიჭვის მოჭრას ედავება.
არიზონას შტატის დედაქალაქ ფინიქსს მტვრისა და ქვიშის ქარიშხალმა გადაურა. FOX-ის ინფორმაციით, ქარიშხლის სიჩქარე დაახლოებით 65 კმ/სთ იყო, ხილვადობა კი თითქმის ნული.
შერეულ ორთაბრძოლებში მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონ რინგზე 6 ოქტომბერს, UFC 229-ს ფარგლებში დაბრუნდება, მისი მეტოქე კი მსუბუქ და ნახევრადმსუბუქ წონით კატეგორიებში ტიტულის ყოფილი მფლობელი კონორ…
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს შავ ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე წითელი ალამი აღიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
ბათუმის ბულვარში ჩაძინებული პორტუგალიელი ტურისტი გაქურდეს. გიორგი ტუღუშის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სამი დღის წინ უცხოელ მამაკაცს ხელჩანთა მოპარეს, რომელშიც პლანშეტი, პასპორტი და სხვა საბუთები ედო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11