საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, დაბა ურეკში 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს.
პოპულარული კანადელი მოდელი რიკ ჯენესტი, ცნობილი მეტსახელით Zombie Boy, მონრეალში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 32 წლის მოდელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად 6 აგვისტოდან ფართო კონსულტაციებს დაიწყებს. პრეზიდენტი მოუწოდებს აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს - იურისტებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე მუშაობდნენ, კონსულტაციებში…
თუშეთში, სოფელ ომალოში დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „მეცხვარის დღე – თუშეთობა 2018“ გაიმართება. კულტურული და სპორტული ღონისძიებები 13:00 საათიდან დოღით დაიწყება.
ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი მიუნხენის „ბაიერნიდან“ კატალონიის „ბარსელონაში“ გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.
რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში სამგზავრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის სამი წევრი და ნავთობსატუმბ სადგურზე დასაქმებული 15 მუშა დაიღუპა. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ვერტმფრენი ავიაკომპანია Utair-ს ეკუთვნოდა.
მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს, რომელმაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ხანძრისას ჩვილი გადაარჩინა, ფულადი ჯილდო გადაეცემა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ალექსანდრე შუკვანს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საზღვარგარეთ სასწავლო კურსით გაგზავნიან.
პანკისელებმა ახმეტა-თელავის მაჟორიტართან ორსაათიანი დახურული შეხვედრა ისე დატოვეს, რომ პასუხი თითქმის არცერთ შეკითხვაზე მიუღიათ. გელა სამხარაულმა ჟურნალისტებს დარბაზი საუბრის დაწყებამდე დაატოვებინა და მიზეზად ადგილობრივების მოთხოვნა დაასახელა. მონაწილეთა ნაწილმა დეპუტატს მხარი…
ხელბურთში ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი თელავში აღარ ჩატარდება. ამ დრომდე არ არის დასრულებული იმ სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელშიც 10-დან 19 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო ტურნირის გამართვა იგეგმებოდა.
სვანეთში, მყინვარ ლეხზირიდან ყინულის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია - წყლის დონემ ეტაპობრივად დაიკლო და მიმდებარე ტერიტორიისთვის, ამ…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11