weather cur horoscope tv
ივნისი 09, 2025

არგენტინის საფეხბურთო ნაკრებს, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხორხე სამპაოლის წასვლის შემდეგ, ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელები, ლიონელ სკალონი და პაბლო აიმარი ერთობლივად გაწვრთნიან. ამის შესახებ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ განაცხადა.

BBC-ის ინფორმაციით, ევროპაში ანომალიური სიცხის კიდევ ერთი ტალღაა მოსალოდნელი. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულად მაღალი იქნება.

ხადის ხეობაში სმიტების მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაური სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში გადაიყვანეს. ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, კობაურს 20 დღე დააკვირდებიან, რის შემდეგაც მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა…

გორის სათემო რადიო „მოზაიკის“ დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა გვანცა დოლუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო. შსს საპროტესტო წარწერის, „მკვლელი ქუჩაშია“, გამო გვანცა დოლუაშვილის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი და მასთან ერთად ორი პირი მკვლელობის დაფარვის, ერთი პირი კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

სვანეთში, მყინვარ ლეხზირიდან მასა ჩამოიშალა, რის გამოც მდინარე მესტიაჭალას ერთ-ერთი შენაკადი დაგუბდა. შემთხვევის ადგილზე დილიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და გეოლოგები იმყოფებიან. ლეხზირის და მყინვარ ჭალაადის მიმართულებით გზა სამართალდამცავებს…

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორმა ქართულმა კლუბმა განმეორებითი მატჩები გამართეს. ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრადაც იოლი გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, საჩხერის „ჩიხურამ“ კი „მარიბორთან“ ნულოვანი ფრის შემდეგ სტუმრად წააგო…

ზაფხულის მორიგი გახმაურებული ტრანსფერის შემდეგ, რომლითაც გონსალო იგუაინი „იუვენტუსიდან“ იჯარის წესით „მილანში“ აღმოჩნდა, საპასუხოდ ლეონარდო ბონუჩი „მილანიდან“ „იუვენტუსში“ დაბრუნდა. ტურინში ჩასულ იტალიელ მცველს „იუვეს“ უკმაყოფილო ქომაგები სტვენით შეეგებნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1-ლი ივნისიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში 39 ადამიანი დაიხრჩო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურებისა და ძარცვის ფაქტზე ბრალდებულ ტაქსის მძღოლს, დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ც.-მ მგზავრთან სქესობრივი კავშირი ძალის გამოყენებით, ცემით და მუქარით…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

reginfo.ge@gmail.com