weather cur horoscope tv
მაისი 24, 2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას – 75 372 მგზავრს მოემსახურა.

ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის 10 ძეგლს - ციხე-სოფელ ძველ დიკლოს, სოფლებსა და ნასოფლარებს გირევს, დაქიურთას, აგეურთას, ინდურთას, კვავლოს, წაროს, ჭონთიოს, ჰეღოს და ფარსმას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი…

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესულ პირებზე შეზღუდვები დააწესა. საუბარია პირებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებში მონაწილეობდნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, სვანეთში დაგეგმილია ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 35 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობა და ლეშგუანი-მესტიის 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. 

„ეკლესიას რომ სჯეროდეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უდანაშაულოა, ჩვენ გამოვიყვანდით აქამდე“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა. მისივე თქმით, პატრიარქი ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავეა.

ფინკა ბანკი განაგრძობს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას. საზაფხულო აქციის ფარგლებში, 2 აგვისტოდან საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა ლარში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე. მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან ან გადმოიტანონ დეპოზიტი ფინკა ბანკში…

გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიის ხუთი ხელმძღვანელი სამხედრო მოსამსახურეებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, 3 სამხედრო მოსამსახურე დანით დაიჭრა, 2 კი დაშავდა.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრისა და ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველმა, 24 წლის ალექსანდრე შუკვანმა საცხოვრებელი კორპუსიდან მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა–გადაზიდვა–გაყიდვისთვის ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 83 მსჯავრცებული შეიწყალა. აქედან, 40 საპატიმროს დღესვე დატოვებს, 43-ს კი სასჯელი შეუმცირდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]