weather cur horoscope tv
მაისი 23, 2025

საქართველოს ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავარ პროკურატურაში მისი გამოკითხვა შესყიდვებისა და ტენდერების საკითხს არ უკავშირდებოდა. ამ თემაზე მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ ისაუბრა.

შეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ჰყავს. პრეზიდენტის ბრძანებულებით, კომისიის ახალი წევრები იქნებიან იურისტი ნინო კიკნაძე და პედაგოგი არინა თავაქარაშვილი. მათ იურისტი თამარ ხიდაშელი და ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჩაანაცვლეს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, სამართალდამცავებმა ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.

ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მოკლეს 25 წლის დენის ტენი, რომელიც ფიგურულ სრიალში 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია. დანით მიყენებული ჭრილობებით ის საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

20 ივლისს, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში საპროტესტო აქცია გაიმართება. ადგილობრივი მცხოვრებლები ხეობაში ჰესების მშენებლობას გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, თითქმის ორი კვირაა ჰესების აშენების აქტიურ მოწინააღმდეგეებს პოლიციაში იბარებენ, აშინებენ და გადაბირებას…

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, გამყოფ ხაზთან ინოვაციების ცენტრი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ცენტრი აღჭურვილი იქნება ყველა იმ სერვისით, რომელიც თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკებში არსებობს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ, რომელმაც დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გამო „ქართული ოცნება“ კომკავშირს და კომპარტიას შეადარა, თანაპარტიელებს ბოდიში მოუხადა.

სვანეთში, თეთნულდზე მაშველები ორ უკრაინელ ტურისტს ეძებენ, რომლებიც ალპინისტების 8-კაციან ჯგუფს გვიან ღამით ჩამორჩნენ და დაიკარგნენ. სამძებრო სამუშაოები დილის 6 საათიდან მიმდინარეობს.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ეს სრულად პასუხობს ქართველი და რუსი ხალხის საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“, - ამის შესახებ რუსეთის…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]