weather cur horoscope tv
მაისი 23, 2025

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიზნით სკოლებში საერთაშორისოდ აღიარებული სისტემები დაინერგება. შემუშავდება „ციფრული სკოლის კონცეფცია“, რაც ტექნოლოგიების როლის გაძლიერებას და ქვეყანაში დისტანციური…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დაცული ტერიტორიების სისტემის ქსელი გაფართოვდება, იქ არსებული ინფრასტრუქტურა კი განვითარდება.

„თვითონ ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი თვითმიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

გერმანელმა და ბერძენმა არქეოლოგებმა სამწლიანი მუშაობის შემდეგ, სამხრეთ საბერძნეთის უძველეს ქალაქ ოლიმპიაში ჰომეროსის „ოდისეას“ უძველესი ასლი აღმოაჩინეს. უძველესი ქვის ფირფიტა სავარაუდოდ ახ. წ. III საუკუნეს ეკუთვნის და ანტიკური პოემის 13…

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მიმდინარე ხარჯებში გამოთავისუფლებული რესურსი, მაქსიმალურად მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პროექტების შერჩევა სწორი ეკონომიკური და სოციალური შეფასების შედეგად ხდებოდეს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა, მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე არ შეუშვეს.

ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაგოიაში მიმდინარე სუპერტურნირზე პირველი მარცხი განიცადა, რაც ლიდერობის დათმობად დაუჯდა.

მარნეულში, რაიან, ლორა და კაილებ სმიტების საცხოვრებელ სახლთან სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ადგილობრივებმა და ოჯახის მეგობრებმა ყვავილები, სათამაშოები და სანთლები მიიტანეს. ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერში კი, სადაც სმიტებს საბავშვო პარკის მოწყობა…

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქციებთან კონსულტაციებს მართავს.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას საფრანგეთსა და ხორვატიას შორის არგენტინელი რეფერი ნესტორ პიტანა განსჯის. შეგახსენებთ, რომ მუნდიალის გადამწყვეტი მატჩი მოსკოვის სტადიონ „ლუჟნიკიზე“ 15 ივლისს, 19:00 საათზე დაიწყება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]