საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ახალციხეში, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდიდან მასწავლებელი ე.წ. შპარგალკის ქონის გამო გამოუშვეს. საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გელა ინასარიძემ „სამხრეთის კარიბჭეს“ უთხრა, რომ ერთ-ერთი მასწავლებელი დამხმარე მასალიდან გადაწერას პროფესიული უნარების გამოცდაზე ცდილობდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გარკვეული თვალსაზრისით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი აქვს, მაგრამ ახლა არა.
რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისთან ისტორიულმა გამარჯვებამ ხორვატიის ნაკრებს FIFA-ს მსოფლიო თასის მოპოვების ისტორიული შანსი გაუჩინა. უდიდესმა წარმატებამ პატარა ბალკანურ ქვეყანაში საყოველთაო სიხარული გამოიწვია, რაც ხორვატიის მთავრობის ბოლო სხდომაზეც…
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი - კობის მონაკვეთზე 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. გვირაბი, რომელიც ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და კობთან დასრულდება.
სასაზღვრო პოლიციის უფროსის, თემურ კეკელიძის განცხადებით, ვერტმფრენი, რომელიც თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან“ ავარიულად დაეშვა, ტექნიკურად გამართული იყო. კეკელიძე შესაძლო დივერსიის ვერსიას გამორიცხავს.
ხორვატიის პრეზიდენტი თავისი ქვეყნის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაში დარწმუნებულია. ამის შესახებ განცხადება კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა ბრიუსელში ყოფნისას გააკეთა.
ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოკლე შეხვედრა გამართა.
ბათუმში შემოწმებული 42 სილამაზის სალონიდან, 19 დააჯარიმეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზი სალონებში გამოვლენილი სხვადასხვა ხარვეზები, მათ შორის დეზინფექციის და სტერილიზაციის წესების დარღვევა გახდა.
იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე სუპერტურნირზე უდანაკარგო სვლას აგრძელებს ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ლევან გორგაძე, რომელმაც ხუთი ჩატარებული ორთაბრძოლის თავზე ამდენივე გამარჯვება იზეიმა და ნაგოია ბაშოს ლიდერთა შორისაა.
სომხეთში, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმისშვილს, აიკ სარგსიანს, რომელსაც ბრალად მკვლელობის მცდელობა ედება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11