weather cur horoscope tv
მაისი 21, 2025

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ილიას ზუროსის გუნდმა G ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში თბილისის სპორტის სასახლეში ავსტრიის ნაკრები იოლად დაამარცხა – 98:73.

ყვარელში მდებარე მე-18 საუკუნის ე.წ. სისონაანთ კოშკის კომპლექსს, რომელშიც კოშკი, გალავანი და მარანი შედის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სამართალდამცავებმა ბათუმში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, 3 პირი: 1990 წელს დაბადებული მ.ბ., 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1985 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. დააკავეს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას აგრძელებს. მან ღამე სამინისტროს ეზოში, ღია ცის ქვეშ გაატარა. სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის…

ბელგია-იაპონიის მერვედფინალურ წყვილში უმრავლესობა უპირობო ფავორიტად ევროპელებს თვლიდა და ბევრი დიდი სხვაობით მათ გამარჯვებასაც პროგნოზირებდა, თუმცა „ამომავალი მზის ქვეყნის“ ნაკრებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუზია ბელქიის ნაქებ გუნდს და მორიგი სენსაციის დაფიქსირებამდე…

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz air) ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით დღეს პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს. ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

ტაილანდში, ერთ-ერთ ნახევრადდატბორილ გამოქვაბულში საფეხბურთო გუნდის 12 წევრი და მათი მწვრთნელი იპოვეს, რომლებსაც ათი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და NBA-ის მოქმედი ჩემპიონის, „გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ წევრ ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მექსიკის ნაკრებს ზედმეტი გართულებების გარეშე სძლია და მიმდინარე მუნდიალის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდა. „სელესაოს“ ნეიმარმა ულიდერა, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ხიდის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა დაიღუპა. 35 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]