საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ეროვნული ლიგა 2-ის მე-17 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ თბილისში მდებარე სტადიონ „შატილზე“ გამართული მატჩი „ნორჩი დინამოსთან“ ფრედ 1:1 დაასრულა.
ხაშურში, სოფელ ახალსოფელთან ახლოს, დაგუბებულ წყალში ორი ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები 12 წლის ბავშვები არიან. სოფელში მერის წარმომადგენლის, ლაშა მალხაზიშვილის თქმით, ბავშვების ტანსაცმელი და ველოსიპედები მწყემსებმა ნახეს და პოლიციას შეატყობინეს.
ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონატ MLS-ში „სან ხოსე ერსქვეიკსის“ ქართველმა შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი გოლი „ლოს ანჯელეს გალაქსის“ გაუტანა. საქართველოს ნაკრების წევრმა მიმდინარე სეზონში MLS-ში ჩატარებულ მე-17 მატჩში მე-4 გოლი შეაგდო. მის…
რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა - მასპინძელთა ნაკრებმა ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, ესპანეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში გამოთიშა გათამაშებიდან. ხორვატია-დანიის მატჩის ბედიც ანალოგიურად თერთმეტმეტრიანებით გადაწყდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში 80 წლის კაცმა 82 წლის და მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თავის დას ჩაქუჩით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც…
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაზაფხულზე ჩატარდეს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია „ვიზეარის“ (Wizzair) რეისი დორტმუნდის მიმართულებით, რომელიც 06:00 საათზე იყო დანიშნული, ამ დრომდე არ შესრულებულა. მგზავრების თქმით, თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც დაკვამლიანება შენიშნეს, რის შემდეგაც ბორტი დაატოვებინეს.
დღეიდან საქართველოში 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. წელს გამოცდებისთვის 39 000 აბიტურიენტია რეგისტრირებული. მათ პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, გამოცდაზე საკუთარი კალმები გამოიყენონ.
„ვლოცავ აბიტურიენტებს, რომლებიც ხვალ აბარებენ გამოცდებს. ღმერთმა დაგლოცოთ და კარგი ნიშნები დაიწეროს“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ აბიტურიენტები დალოცა.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტომობილებს წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4-კილომეტრიან გზაზე გადაადგილება დღეიდან შეეძლებათ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11