weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

უკრაინას მშვიდობა სურს და მზად არის რუსეთთან სასაუბროდ, მათ შორის, უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე ნატოსთან მიმართებაში – უთხრა სააგენტო Reuters-ს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ზელენკი ახალ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) ქადაგების დროს უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს გამოეხმაურა. მისი თქმით, არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველო და მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშეა. 

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ წევრი ოლექსი გონჩარენკო გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება, კიევში ჩასვლას კი არ აპირებს. 

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ მიიღეს.

„უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს. რაც შეეხება პარლამენტში უნდა გამართულიყო თუ არა, მე რა თქმა უნდა არ მივალ, მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი…

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) აცხადებს, რომ „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე შეიმუშავა სანქციების დაწესების შემთხვევისთვის სამოქმედო გეგმა და შედეგად, ბანკი გადახდისუნარიანია და მუშაობას აგრძელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს საქართველო არ შეუერთდება.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთის ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქის დაბომბვა „ტერორიზმის აშკარა ფაქტია“. ამის შესახებ დუდამ Twitter-ზე დაწერა. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები კიევის ცენტრის მიმართულებით მიემართებიან. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]