weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

პრეზიდენტის მიერ მოწვეულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც უკრაინაში განვითარებული მოვლენები უნდა განხილულყო, ფრაქცია „ქართული ოცნების“ 82 დეპუტატიდან არცერთი მივიდა. შესაბამისად, სხდომა ჩაიშალა.

დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლის შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოსცა და მისი მიზანი „შესაძლო პროვოკაციების“ თავიდან აცილებაა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფართომასშტაბიანი ომის მეორე დღეს უკრაინელები კვლავ მარტო იცავენ თავიანთ სახელმწიფოს, მსოფლიოს უძლიერესი ძალები კი მოვლენებს შორიდან აკვირდებიან.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები თავდასხმების ახალ ტალღას ამზადებენ, თუმცა უკრაინა ამისთვის მზად არის.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. ბაიდენმა ეს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების გამოცხადების შემდეგ თქვა.

„პუტინი არის აგრესორი. პუტინმა აირჩია ეს ომი და ახლა, მას და მის ქვეყანას მოუწევთ შედეგების ატანა. დღეს მე თანხმობას ვაძლევ დამატებით ძლიერი სანქციების და რუსეთში ექსპორტზე ახალი შეზღუდვების დაწესებას. ეს…

უკრაინაში ომის წამოწყების გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციები პარლამენტში გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა და თქვა, რომ რუს ოლიგარქებს დასამალი ადგილი არ ექნებათ.

უკრაინელმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს. გამოცემა Unian-ის ცნობით, ეს ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა დაადასტურა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ უკრაინასთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციაზე მუშაობს. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთს მკაცრის სანქციებით დაარტყან. მისი თქმით, გულუბრყვილობაა ფიქრი, რომ რუსეთის აგრესია მოქმედების გარეშე დასრულდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]