საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საჭიროა საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერა გააძლიეროს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და ამბობს, რომ ისინი თავიანთ მთავრობაზე უკეთესი არიან.
უკრაინაში ომის დაწყების გამო ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციების დაწესება გადაწყვიტა. ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინისა და ლავროვის აქტივები ევროპაში გაიყინება. თუმცა,…
„საბოლოოდ გონიერებამ გაიმარჯვა. საქართველო ინარჩუნებს კარგ სავაჭრო ურთიერთობას ღვინის, ხილისა და ბოსტნეულის ბაზრებზე. ისინი მიხვდნენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებით მიღებულ ზარალს დასავლეთი მათ არ აუნაზღაურებს. საერთოდ, რა მათი საქმეა ის…
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, უკრაინაში შეჭრის გამო, ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას მინისტრთა კომიტეტის და საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩაატარა, სადაც განაცხადა, რომ რუს სამხედროებთან შეტაკებებში ძირითადად მონაწილეობენ არა უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილები, არამედ „ნაციონალისტური ფორმირებები“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების ინფორმაციით, დღეს, 25 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარის დანაკარგმა 1000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა.
„მეგობრებო, საქართველო გამოჯანმრთელდა!“ – ასე გამოეხმაურა კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალების, Russia Today-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.
ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გროზნოში რესპუბლიკის ძალოვანი ორგანოების 12 000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს მოუყარა თავი და მათი საბრძლო მზადყოფნა შეამოწმა. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა წყარო, მათ შორის, Chechnyatoday ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს სურს, უკრაინელი ხალხი დამოუკიდებელი იყოს და ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს თავისი ბედი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11