weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

ევროპის რაგბის ასოციაციის (რაგბი ევროპა) გადაწყვეტილებით, საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გადაიდო. მატჩი თბილისში, დინამო არენაზე უნდა გამართულიყო.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის ხანგრძლივობა განისაზღვრება მისი ეფექტურობით. პესკოვის თქმით, იდეალურ შემთხევაში უნდა მოხდეს უკრაინის „ნაცისტებისგან გაწმენდა“ და მისი სამხედრო პოტენციალის განეიტრალება. 

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, 24 თებერვლის ღამეს, 40-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი…

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მიმართვას დააკმაყოფილებს და უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს. ჯერ უცნობია, როდის ჩაინიშნება აღნიშნული სხდომა. 

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტს მიმართა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს. გარდა ამისა, ოპოზიციონერები პრემიერ-მინისტრსაც მიმართავენ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას ითხოვენ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, სამხედროებთან საგანგებო თათბირის შემდეგ, უკრაინა-რუსეთთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოსაძებნია გზები „სისხლისღვრისა და ხოცვა-ჟლეტის“ თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ონლაინ-გამოცემა ავრცელებს. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში ომის დაწყებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ Twitter-ში განცხადება გამოაქვეყნა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]