საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარტია „დროამ“ დღეს, თბილისში, უკრაინის მხარდამჭერი აქცია დაანონსა. პარტიის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ და ცოცხალი ჯაჭვს შეუერთდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ. ის, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელებს და სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.
საქართველოს მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 36 918 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 8455 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 22.9%-ია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინის განადგურება სურს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ღირსეულ წინააღმდეგობას წევენ.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ რთულ დროს საქართველო უკრაინის გვერდით დგას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დროს აგრესორი ქვეყნის – რუსეთის 5 თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, მოკავშირეებთან ერთად, მტკიცედ უპასუხებს პუტინს.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, რუსეთის სამხედროები უკრაინის საზღვარს თავს ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდანაც ესხმიან. როგორც სასაზღვრო სამსახური აცხადებს, სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო რაზმებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები არტილერიის, მძიმე ტექნიკის და ცეცხლსასროლი…
რუსეთის პრეზდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვალს, გამთენიისას, განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
ქართველებმა, უკრაინელების მსგავსად, ევროატლანტიკური ინტერგრაციის გზა აირჩიეს. ახლა, როგორც არასდროს შეერთებული შტატები დადგება საქართველოს ხალხის გვერდით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11