weather cur horoscope tv
მაისი 19, 2025

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს, მათ ადვოკატებთან ერთად ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, შალვა თადუმაძის განცხადებით შეხვედრას დაესწრება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობასა და ნაურუს შორის შეთანხმების პროექტი, რომელიც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ითვალისწინებს.

პროფესიონალი ქართველი სუმოისტი, ოძეკის წოდების მქონე ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი საქართველოში დაბრუნდა. 2018 წელს მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, ტოჩინოშინი იაპონიიდან სამშობლოში პირველად ჩამოვიდა.

სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა გვატემალაში ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევის შედეგად. „ბი ბი სის“ ცნობით, დედაქალაქის აეროპორტი დაკეტილია. სტიქიის ზონიდან 3 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ 2017 წელს 138 484 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, ანუ თვეში 11 540 ლარი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა, რომელიც დღეისთვის იყო დაანონსებული, გაუქმდა. საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 3 ივნისს, გვიან ღამით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასთან შეთანხმება შედგა და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება…

ევროპაში ოსური კულტურის დღეები პარიზიდან დაიწყება და გაიხსნება მრგვალი მაგიდით „ოსეთი გუშინ, დღეს, ხვალ“. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ლუქსემბურგშიც უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით ჩაიშალა.

მეტროპოლიტენის მემანქანეების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება, რომლის მიხედვითაც მემანქანეები ხელფასების გაზრდას მეტროთი მგზავრობის გაძვირების ხარჯზე ითხოვდნენ. გაფიცულების განცხადებით, კახა კალაძე შეცდომაშია შეყვანილი, რის გამოც მემანქანეების…

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სუპერფინალური სერიის მეორე შეხვედრაში „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ კლივლენდის „კავალიერზი“ 122:103 დაამარცხა და ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა.

ახალციხეში სახლი გაქურდეს

ორშაბათი, 04 ივნისი 2018 12:00

ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. დაზარალებულების თქმით, ბოროტმოქმედებმა 8500 ლარი წაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დანაშაულში მხილებული და დაკავებული არავინ არის.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]