საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მეტროს თანამშრომელთა პროფესიული გაერთიანება “ერთობა 2013” კვირას, 3 ივნისს, 15:00 საათზე, გლდანის დეპოში იწყებს უვადო გაფიცვას შიმშილობასთან ერთად. პროფესიული გაერთიანების ინფორმაციით, გაფიცვა 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზებას გამოიწვევს.
ქობულეთში დაკარგული 14 წლის მოზარდი იპოვეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბავშვის ბებიამ განაცხადა, რომ მოზარდი თბილისში, აქციაზე დაუკითხავად წავიდა. მისივე თქმით, ის ნათესავებმა ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში შენიშნეს.
„შინაგან საქმეთა მინისტრს ორი თვის წინ ვეხვეწე და ვემუდარე დაჩოქილი, რომ შემხვედროდა. დღეს მე არ შევხვდები“, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული ბავშვის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ.
ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავში საცხოვრებელი სახლების სარდაფები, მაღაზიები და ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ე.წ. სტამბოლოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. წყალში ჩარჩენილია ავტომანქანები. უამინდობის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ქალაქს…
გორის მე-3 საჯაროს კოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც აზერბაიჯანში ავარიაში მოჰყვნენ, ბაქოში ექსკურსია გააგრძელეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, საქართველოში მხოლოდ ავტობუსის მძღოლი დაბრუნდება, რომელსაც ხელი აქვს მოტეხილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნილია. სამართალდამცავებმა 33 წლის ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა. გიორგი გახარიამ დავით დადუნაშვილს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
დღეიდან წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად 500-დან 1000 ლარამდე იქნება, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან მისი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კი 1000 ლარიდან 4000 ლარამდე, ნაცვლად 250-დან 2000 ლარამდე ოდენობისა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს საპატრიარქოში, 16:00 საათზე შეხვდება. პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ „უწმინდესი მოხარული იქნება თუ პოზიტივს შეიტანს ამ რთულსა…
ადიდებულმა მდინარე ღარულამ ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ღარი დააზარალა. მერის მოადგილის, მერაბ ორდინიძის ინფორმაციით, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და გაანადგურა საგზაო ინფრასტრუქტურა, წაღებულია წყალსადენები და ელექტროგადამცემი ბოძები. ამ დროისთვის სოფელი ღარი ელექტროენერგიისა…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11