weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

„მე ვითხოვდი ჩემი შვილის მკვლელების დასჯას. ზვიად კუპრავა რომ არ ყოფილიყო, ამ საქმეს ფარდა არ აეხდებოდა“, – განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული ბავშვის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ…

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე, დღეს დილით ორი მუშა დაიღუპა. როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ „რეგინფოს“ განუცხადა, მამაკაცების გარდაცვალება უჟანგბადო სივრცეში ყოფნამ გამოიწვია.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს, 18:00 საათზე განახლდება. ხორავას ქუჩაზე მოკლული ბავშვის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ გუშინ განაცხადა, რომ აქციებს მანამდე არ შეწყვეტს, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ამ კანონებით ვცხოვრობ. რევოლუცია მე არ მაწყობს, მე მინდა ჩემი შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს. სამართლით მე არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ ჩემო ზაზა, დღეს გამოსავალი არის ეს…

„დღეს, კონკრეტულად უკვე მოვითხოვ, მე პირადად, ამ მთავრობის გადადგომას, იმიტომ, რომ სულში ჩამაფურთხეს. დაუყოვნებლივ გამოვიდეს გიორგი კვირიკაშვილი და გააკეთოს განაცხადი გადადგომაზე და არა მარტო კვირიკაშვილმა - მისმა რჩეულმა მთავრობამ, ყველამ…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები.

დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დაფარვას კრძალავს. კანონი ძალაში 1-ლი აგვისტოდან შევა.

„დღეს ჩვენ აქ ერთმა ტკივილმა გაგვაერთიანა. მალხაზს და ზაზას ვუცხადებ სოლიდარობას. როგორც მათი შვილები, ჩემი შვილიც 2012 წლის 30 სექტემბერს მოკლეს სასტიკად. მე ექვსი წელია ვეძებ სამართალს, მაგრამ სამართალს ვერ…

ზუგდიდში, 240 ლარი ვალის გამო არასრულწლოვანი გოგონას მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა, ქმარს წინასწარი პატიმრობა, ცოლი კი 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებულთა…

ალექსანდრე ელისაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს მიმართავს - „ნუ მისცემს რევოლუციის სუნით ატაცებულ არაგულწრფელ ადამიანებს მანიპულირების უფლებას“.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]