weather cur horoscope tv
მაისი 18, 2025

UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ახლახანს დასრულებული სეზონი შეაჯამა და სიმბოლური ნაკრები შეადგინა. აღნიშნულ გუნდში 20 ფეხბურთელი მოხვდა, სადაც ჩემპიონ „რეალის“ დომინირება აშკარაა.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებით ადგილი აქვს პირთა ფართო წრის მიმართ მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტურ აკრძალვას, რაც აუარესებს უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს…

UEFA-ს ყოფილ პრეზიდენტ მიშელ პლატინის, რომელსაც ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს კორუფციაში ადანაშაულებდნენ, ბრალდება მოუხსნეს. როგორც ირკვევა, შვეიცარიის პროკურატურას პლატინის საქმესთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულება არ ჰქონდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გურიაში, გარემოსდაცვის ინსპექტორისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით მოქალაქე ვაჟა გ. დააკავეს.

თელავში, ერეკლე მეფის სამუზეუმო კომპლექსში, რომლის რეაბილიტაციაზეც 14 მილიონი ლარი დაიხარჯა და რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 მაისს გახსნა, საკანალიზაციო მილი გასკდა და ხელოვნების საცავში რამდენიმე ნახატი დაზიანდა. მუზეუმი ორშაბათობით…

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩავიდნენ. ისინი დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრის გამართვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ჭიათურაში, პოლიციის უფროსის თანამდებობიდან ლაშა ჩხიტუნიძის გათავისუფლების მოთხოვნით ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციელებმა რამდენიმე ახალგაზრდა ცემეს, რომლებსაც დაზიანებები აქვთ მიღებული.

„ჩაძირულ გემთა წმინდა გრაალის“ მეტსახელით ცნობილი ესპანური გალეონი „სან ხოსე“ კოლუმბიის სანაპიროსთან, ქალაქ კარტახენის სიახლოვეს 1708 წელს ჩაიძირა. კარიბის ზღვის ფსკერზე ჩაძირული გემი სამი საუკუნის შემდეგ, 2015 წელს აღმოაჩინეს, რამდენიმე…

მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში დაშავებული მოჰამედ სალაჰი ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოახლოებულ მუნდიალზე ასპარეზობას შეძლებს. თავდაპირველად ითქვა, რომ „ლივერპულის“ ეგვიპტელი ლიდერი მხრის ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებდა.

თუშეთის გზაზე, მდინარე ალაზანში დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი წყლიდან დღეს, დილით ამოიღეს. სამართალდამცავებს ცხედარი გურჯაანში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონულ ცენტრში გადააქვთ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]