საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
100 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან - ეროვნული დღესასწაული როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურად და განსაკუთრებულად აღინიშნება.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და ამერიკის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს არმენ სარქისიანი ეწვია. ეს სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოში.
სამეგრელოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა ორ კვირაზე მეტია მიდინარეობს. ტემპერატურის მატებასთან ერთად, მავნებელი საკარმიდამო ნაკვეთებში, ბაღებში, ბოსტნებსა და პლანტაციებში ინაცვლებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიწყალა აფრო-ამერიკელი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი ჯეკ ჯონსონი, რომელიც დაახლოებით 100 წლის წინ გაასამართლეს. ტრამპის თქმით, მოკრივისთვის გამოტანილი განაჩენი უსამართლო და დისკრიმინაციული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ს.ზ. დააკავეს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ ამავე კომისიის წევრს, ქალაქ თბილისის ყოფილ მერს დავით ნარმანიას სამსახურებრივი სარგებლობისთვის 2017 წელს გამოშვებული „ტოიოტა კამრი“ უყიდა, რომელშიც 60 000 ლარი იქნა გადახდილი.
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თელავში ღონისძიებები ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. 26 მაისს, 12:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა. მოეწყობა ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.
საქართველო, დღემდე დამკვიდრებულ „ლიტვასთან“ ერთად ქვეყნის ავთენტურ დასახელებას - ლიეტუვას (Lietuva) გამოიყენებს. ეს არის საპასუხო ნაბიჯი ლიეტუვას გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ენის სახელმწიფო კომისიის დასკვნის შესაბამისად, აღიარა საქართველოს ავთენტური დასახელება Sakartvelo (Sakartvelas),…
საქართველოს მთავრობამ ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11